четверг, 22 октября 2015 г.

დღე 9

9 დღე ველოდი ამ დღეს. მართლაც დიადი მიზნები გვქონდა ( როგორც ნათია ამბობდა), რომლებსაც  დიდი შრომის ფასად მივაღწიეთ! გავამზადეთ ჩვენი პორტფოლიო და "გავაფუშფუშეთ"ბლოგზე . კიდევ ვისწავლეთ ბლოგზე ჩამატება, ჩასწორება, წაშლა...
აი ,ბოლოს კი დემოკრატიული პრინციპით -კენჭისყრით გავინაწილეთ რიგითობა და მოვახდინეთ ფასილიტაციის დოკუმენტის პრეზენტაცია.
ძალიან საინტერესო პრეზენტაციები მოვისმინე. ყველა  ჩემს კოლეგას წარმატებას ვუსურვებ!
დასასრულ, მინდა ნათიას კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ არსებობს ასეთი  ნიჭიერი, თბილი და  ტკბილი. მიყვარხარ!!!!!!!!!!!!!!!!!
                                     

вторник, 20 октября 2015 г.

დღე 8

დღეს საკმაოდ დატვირთულები ვიყავით (  ვითომ სხვა დროს არა!). მოკლედ ჩამოვთვლი რაც გავაკეთეთ: გავეცანით პორტფოლიოს ჩეკლისტს, დავასრულეთ პროექტის გეგმა, შევქმენით  ფასილიტაციის პრეზენტაცია და ეს ყველაფერი დავასრულეთ იმით, რომ ჩვენი პროექტის პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე!
P.S.მოვაწყეთ ფოტოსესიის პირველი ნაწილი:) 

არასრულწლოვანთა დანაშაული - პროექტის პორტფოლიო

понедельник, 19 октября 2015 г.

დღე 7

რეფლექსიების წერა ძალიან არ მიზიდავდა, მაგრამ ისე შევეჩვიე  ტრენინგის დამთავრების შემდეგ,  ალბათ მომენატრება:) იმიტომ, რომ ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება ყოველი დღე.
მაშ ასე  დღე 7 : 1.გავაკეთეთ განმავითარებელი შეფასების რუბრიკა,
                            2. შევქმენით მოსწავლეთა მხარდაჭერის დოკუმენტი (სკაფოლდინგი),
                            3. ჩემი პროექტის გეგმაში შევიტანე პროექტის აღწერა ნაბიჯ- ნაბიჯ.
კიდე იყო ძალიან დიდი დადებითი მუხტი ნ ა თ ია ს ა გ ა ნ:) მადლობა მას!

суббота, 17 октября 2015 г.

დღე 6

დღესაც ნაყოფიერი დღე გვქონდა. გავაკეთეთ მოსწავლეთა ნაშრომის შეფასების რუბრიკა, ვისწავლეთ ვიდეოს გადატანა ბლოგზე, აგრეთვე ჩანართების გაკეთება ბლოგზე. გავეცანით იმ საბაზისო უნარ-ჩვევებს, რაც მოსწავლეს უნდა ჰქონდეს პროექტზე მუშაობისას.
 ესეც ჩვენი მე-6 დღე,  კარგი იყო:)

среда, 14 октября 2015 г.

დღე 5

როგორც ყოველთვის, ტრენინგი ენერგიულად და ხალისიანად  დაიწყო (ნათიას წყალობით). მეტად საჭირო რაღაცეები ვისწავლეთ: გავაკეთეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი, გავეცანით ციტირებულ დოკუმენტს - საავტორო უფლებების გამოყენებას , შევასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი Power point-ში.
4 საათი შეუმჩნევლად გავიდა...

среда, 7 октября 2015 г.

დღე 3

გავაგრძელეთ ჩვენი მეტად საინტერესო და ინფორმაციებით დახუნძლული ტრენინგი.
თავდაპირველად მოვიძიეთ 3 დოკუმენტი: 21 საუკუნის უნარ-ჩვევები, ბლუმის განახლებული ტაქსონომია და ესგ. შევინახეთ საქაღალდეში. შემდეგ გავაგრძელეთ პროექტის გეგმაში შესაბამისი  მასალის ჩაწერა ზემოთ ნახსენები დოკუმენტებიდან.
 გავეცანით მიმართულების მიმცემ კითხვებს. ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო , რომ არსებობს თურმე google doc, სადაც ჩვენს ნაშრომებს უსაფრთხოდ შევინახავთ! დღევანდელი დღე ამით დამამახსოვრდა.
ვისწავლეთ დოკუმენტების გაზიარება.
მე ძალიან მოკლედ აღვწერე მესამე დღე . ტრენინგი, როგორც ყოველთვის, დატვირთული მაგრამ სასიამოვნო იყო. ეს კი, რა თქმა უნდა, ჩვენი ნათიას დამსახურებაა.