სამოდელო
გაკვეთილის გეგმა
საგანი: სამოქალაქო
განათლება
გაკვეთილის ტიპი:
ინტეგრირებული - სამოქალაქო განათლება /ქართული ენა
სკოლა: სსიპ ხაშურის
რაიონის სოფელ გომის საჯარო სკოლა
სწავლების საფეხური,
კლასი: საშუალო / X კლ.
მასწავლებელი: ციური
თედიაშვილი
თარიღი: 12.04.2019
მოსწავლეთა რაოდენობა:
11
თემა: ადამიანის ღირსება
გაკვეთილის აქტუალობა:
·
სამწუხაროდ
გახშირდა საჯარო სივრცეში ადამიანის ღირსების
შემლახავი ფაქტები. ამის გამო გადავწყვიტე ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება ადამიანის
ღირსების თემაზე. მოსწავლე გაეცნობა ღირსეული
და უღირსი ქცევის გამოვლინებებს, მოახდენს გაკვეთილზე მიღებული ცოდნის ტრანსფერს, გამოხატავს
საკუთარ დამოკიდებულებას ადამიანის ქმედებაზე , კრიტიკულად და არგუმენტირებულად შეაფასებს
მას.
გაკვეთილის მიზანი:
·
მოსწავლე
გაიაზრებს ადამიანის უფლებების მნიშვნელობას, შეიმეცნებს, რომ ადამიანის უფლებები და
დემოკრატია ერთმანეთისაგან განუყოფელი ცნებებია; გაეცნობა ისეთ ტერმინებს, როგორიცაა:
ადამიანის ღირსება, პატივი და რეპუტაცია
·
მოსწავლე
შეძლებს კამათის დროს დაიცვას ეთიკის ნორმები. ჩამოუყალიბდება უარყოფითი დამოკიდებულება
ადამიანის უფლებათა დარღვევის მიმართ , არგუმენტირებულად იმსჯელებს და შეაფასებს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს
ეროვნული სასწავლო
გეგმის სტანდარტი :
მოქ. X.1. მოსწავლეს შეუძლია თვითდამკვიდრება საზოგადოებაში
მოქ. X.2. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ადამიანური ღირსების
არსი
მოქ. X.4. მოსწავლეს შეუძლია კრიტიკულად შეაფასოს საკუთარი
და სხვისი საქმიანობა
ქართ. X.1.მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო დისკუსიებში
ქართ. X.2. კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს შესაბამის
ტაქტიკას , დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური
ნორმები
ქართ. X. 8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული
ნაწარმოების წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი
დამოკიდებულების გამოხატვა
წინარე ცოდნა: დემოკრატიული
საზოგადოების მახასიათებლები
იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“
შეფასების საგანი
და პროცედურები: მოსწავლეთა ცოდნის დონის დადგენა წინასწარ შედგენილი
შეფასების რუბრიკების მიხედვით.
მოსწავლეები შეფასდებიან დისკუსიის
განმავითარებელი შეფასების რუბრიკებით
.
|
N
|
აქტივობის აღწერა
|
მეთოდი/
მეთოდები
|
კლასის ორგა-
ზების ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი
შედეგი
|
|
1
2
3
4
5
6
7
|
A ფაზა - გამოწვევა
აქტივობა I
მასწავლებელი ესალმება კლასს,
აცნობს გაკვეთილის
თემასა და მიზნებს,
ახსენებს აგრეთვე წინასწარ შემუშავებულ შეფასების რუბრიკებს.
აქტივობა II
დაფაზე გამოკრულია დიდი,ფერადი ხის
სურათი. მასწავლებელი სვამს კითხვას :
-გაკვეთილის თემატიკიდან გამომდინარე რისი ხე შეიძლება იყოს ეს?
აქტივობა III-წინარე
ცოდნის გააქტიურება
მას შემდეგ, რაც მოსწავლეები გამოიცნობენ ხის დანიშნულებას მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს დაასახელონ დემოკრატიის
მახასიათებლები მოათავსონ „ დემოკრატიის
ხე”-ზე
აქტივობა IV
მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს წითელ სტიკერებს და სთხოვს ზემოდან
დააწებონ იმ მახასიათებელს, რომელიც არ შეესაბამებოდა „შუშანიკის წამებაში“ მოცემულ
ეპოქას.
B ფაზა - შინაარსის რეალიზება
აქტივობა
V
მასწავლებელი ხსნის ახალ მასალას „ადამიანის ღირსება“
აქტივობა VI
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს
დაფიქრდნენ და გაიხსენონ პირადი ან ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ისეთი მაგალითები,
როცა შელახულა ადამიანის
ღირსება და პატივი
C ფაზა-განმტკიცება
აქტივობა VII
“მრგვალი მაგიდა“
მოსწავლეები შეადარებენ,
იმჯელებენ, გაანალიზებენ , შეაფასებენ , გამოიტანენ დასკვნებს, გამოხატავენ თავიანთ
დამოკიდებულებას „შუშანიკის წამების“ პერსონაჟების მიმართ. შეაფასებენ ნაწარმოებში
მოცმულ ეპოქას და ამ ეპოქაში ადამიანის როლს.
მასწავლებელი პერიოდულად სვამს მიმართულების მიმცემ კითხვებს და ახდენს ფასილიტაციას
|
ვერბალურად
ვერბალურად
წერით
ვერბალურად
ინტერაქციულად
ვერბალურად
დისკუსია
|
მთელ კლასთან
მთელი კლასი
მთელ კლასთან
ინდივიდუალურად
მთელი კლასი
მთელი კლასი
მთელი კლასი
|
გაკვეთილის თემა , მიზნები და შეფასების რუბრიკები თვალსაჩინო ადგილასაა
გამოკრული
ფლიფჩარტზე დახატული ფერადი ხე
„დემოკრატიის ხე“, ფერადი წებოვანები,
საწერ-კალამი
ქართული ენის სახელმძღვანელო, „დემოკრატიის
ხე“
წითელი სტიკერები,
სახელმძღვანელო,
ადამიანი უფლებათა დეკლარაცია
ქართული ენისა და სამოქალაქო განათლების
სახელმძღვანელოები
„შუშანიკის წამება“, ადამიანის უფლებათა
დეკლარაცია
|
1წთ
1წთ.
2 წთ.
2წთ.
8წთ.
3 წთ.
24წთ.
.
|
მოსწავლეებს ეცოდინებათ
გაკვეთილის მიზანი,
შეფასების
ფორმა
მოსწავლეებში გამოიწვიოს ინტერესი
მოსწავლეები გაიხსენებენ დემოკრატიის მახასიათებლებს
წინარე ცოდნის გააქტიურება : მოსწავლეები შეაფასებენ ეპოქას
(ხე გახდება წითელი )
მოსწავლეები გაეცნობიან ადამიანური ღირსების არსს,
დამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას
გაანალიზებენ, კრიტიკულად მიუდგებიან და შეაფასებენ ადამიანის მოქმედებას
მოსწავლეები გაანალიზებენ ადამიანური
ღირსების არსს,
კრიტიკულად
შეაფასებენ პიროვნების საქმიანობას,
შეძლებენ მონაწილეობის მიღებას დისკუსიაში
კამათის დროს
მოსწავლეები შეძლებენ მიმართონ შესაბამის ტაქტიკას , დაიცვან სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები
შეძლებენ სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების წაკითხვას და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების
გამოხატვას
|
|
8
9
10
|
აქტივობა VIII-
მოსწავლეებს ურიგდებათ „გასასვლელი ბილეთები“
აქტივობა IX -
შეფასება
ყოველი აქტივობის ბოლოს შეფასება ხდება განმავითარებელი
კომენტარით
მოსწავლეების ურთიერთშეფასება და შეფასება
აქტივობა X- საშინაო
დავალების მიცემა
მოსწავლეებს ეძლევათ საშინაო
დავალება გვ.143, მათ უნდა მოამზადონ საგაზეთო სტატია „ღირსება , პატივი და რეპუტაცია“.
|
წერით
ვერბალურად
ვერბალურად
წერით
|
ინდივიდუალურად
ინდივიდუალურად
ინდივიდუალურად
ინდივიდუალურად
|
„გასასვლელი ბილეთები“ საწერი კალამი
დისკუსიის განმავითარებელი შეფასების
კრიტერიუმები
დისკუსიის განმავითარებელი შეფასების
კრიტერიუმები
სახელმძღვანელო
|
1 წთ.
2წთ.
1წთ.
|
მოსწავლეები შეაჯამებენ გაკვეთილზე
შესწავლილ მასალას გაკვეთილის
დასრულების შემდეგ მასწავლებელი გადახედავს
გასავლელი
ბილეთების პასუხებს, რაც დაეხმარება მოსწალეთა საჭიროებების დადგენაში. გაითვალიწინებს მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვაში
მოსწავლეები მიიღებენ უკუკავშირს
მოსწავლეები შეაფასებენ ერთმანეთს
, მასწავლებელი წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმებით მოახდენს მოსწავლეთა შეფასებას
მასწავლებელი აძლევს რეკომენდაციებს
დავალების შესასრულებლად
|
დისკუსიის შეფასების რუბრიკა
|
კრიტერიუმები
|
ნაწილობრივ
|
კარგად
|
საუკეთესოდ
|
|
მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს
|
|
|
|
|
მსჯელობს არგუმენტირებულად
|
|
|
|
|
აკეთებს დასკვნებს
|
|
|
|
|
იყენებს არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს (თვალით,ჟესტებით, ხმით)
|
|
|
|
|
კორექტულია ოპონენტის მიმართ, ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს
|
|
|
|
ადამიანის
უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
მუხლი 1.
ყველა ადამიანი იბადება
თავისუფალი და თანასწორი.
მუხლი 3.
ყველა ადამიანს აქვს
სიცოცხლის , თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება.
მუხლი4.
არავინ არ უნდა იმყოფებოდეს
მონობაში და ძალმომრეობით მორჩილებაში.
მუხლი 5.
არავის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული წამება
ან სასტიკი არაადამიანური თუ მისის ღირსების დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელი.
მუხლი 9.
არავის დაპატიმრება
, დაჭერა ან გაძევება არ შეიძლება თვითნებურად.
მუხლი 17.
ადამიანის პატივი
და ღირსება ხელშეუვალია.
მუხლი 19.
1.
ყველა ადამიანს აქვს სიტყვის, სინდისის, აღმსარებლობისა და
რწმენის თავისუფლება.
2.
დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილი უფლებების შეზღუდვა , თუ მათი
გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.
მუხლი 20.
პირს უფლება აქვს
სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც ლახავს მის პატივსა
და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას
სამოქალაქო განათლების მასწავლებელი: /ც.თედიაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий