суббота, 26 сентября 2015 г.

დღე 1

ინტელის ტრენინგის გავლა ძალიან მონდოდა,რადგან ჩემმა კოლეგებმა საინტერესო ინფორმაცია მომაწოდეს მასზე. ვიცოდი, რომ  დატვირთული ტრენინეგი მელოდა და არც შევმცდარვარ: მასალა ბევრია სასწავლი, მაგრამ ჩვენი ტრენერის  წყალობით ყველაფერს ისე ნებიჯ-ნაბიჯ ვსწავლობთ, რომ ეს  სტრესს არ იწვევს.

გავეცანით ელექტრონულ სახელმძღვანელოს, დავიწყეთ პორტფოლიოს შექმნა: შევქმენით საქაღალდეები, მოვათავსეთ ფაილები შესაბამისი დოკუმენტებით: 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, პროექტის მახასიატებლის ჩეკლისტი და სხვა...

საშინაო დავალებად პროექტების გაცნობა გვაქვს. საინტერესო იქნება!

7 комментариев: